logo_geo
eng_logo
შსს-მ ბათუმში სკოლის მოსწავლეების მიერ მოზარდის მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
- +

25 ოქტომბერი. 2021. 13:17

 

 

ბათუმში ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეს თანატოლებმა დამამცირებელი ვიდეო გადაუღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს. კადრში ჩანს სავარაუდოდ ნაცემი მოზარდი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავენ და ემუქრებიან. მოზარდის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა არასრულწლოვნებთან საგამოძიებო მოქმედებები კანონის დაცვის, მშობლებსა და სოცმუშაკებთან ერთად ჩაატარეს.

 

„როგორც კი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ცნობილი გახდა ფაქტის შესახებ, დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები. მათო შორის ჩატარდა გამოკითხვები, ასევე არასრულწლოვნები გამოიკითხნენ. საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით განხორციელდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესს ესწრებოდნენ მშობლები და სოცმუშაკები. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით“, - განაცხადა შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთევან კოვზიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner