logo_geo
eng_logo
ბაია გადაბაძე "მაესტროს" შენობაში ლევან გაჩეჩილაძის შეშვებას არ აპირებს
- +

7 მარტი. 2016. 10:28



„მაესტროს" პარტნიორთა კრების მიერ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებული ბაია გადაბაძე რეესტრის გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და „მაესტროს“ შენობაში ლევან გაჩეჩილაძის შეშვებას არ აპირებს.


მე სამი საჩივარი და ერთი განცხადება მაქვს შეტანილი და ეს ყურად არ იღო რეესტრმა. ძალიან საინტერესოა, რატომ მიიღო ნაჩქარევად ეს გადაწყვეტილება. არ ვიცი. მე ამას შევაფასებდი როგორც დავასხელისუფლებასა და ტელევიზიას შორის, შესაბამისად, თუ რომელიმე საჯარო სტრუქტურა უკანონო ქმედებას ახორციელებს, ეს არის ხელისუფლების ჩართულობა", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.


მისივე თქმით, აღნიშნულ დავაში ლევან და გია გაჩეჩილაძეები არავითარ შუაში აღარ არიან.


რაც შეეხება ლევანის მოსვლას. მან კარგად იცის, რომ ეს შენობა არ ეკუთვნის „მაესტროს“. შესაბამისად, მას ალბათ ნაფიქრი აქვს ალტერნატიულ ფართზე, სადაც  მათი დირექცია განთავსდება, ხოლო თუ ის შეეცდება შემოსვლას შენობაში ძალით, ეს იქნება უკანონო შეჭრა სხვის საკუთრებაში", - აღნიშნა გადაბაძემ და დასძინა, რომ „მაესტროს“ მოქმედი შემადგენლობა რჩება შენობაში და ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner