ანრი ოხანაშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების განცხადებებს ეხმაურება. შესაბამისი განცხადება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ Facebook-ზე გამოაქვეყნა.
„რატომ გიკვირთ ნაც. რეჟიმის სექტანტების აღშფოთება, რომ მათი ბელადი საპატიმროში პრივილეგირებული იყოს?! ამ ხალხს ხომ გაწყვეტილი აქვს შუბლის ძარღვი. სანდრო გირგვლიანი მოკლეს 2006 წლის 28 იანვარს - ამავე წლის 23 თებერვალს კი დააინიცირეს პროექტი და 17 დღეში - უსწრაფესად - აქციეს კანონად, მკვლელებისთვის პრივილეგიების მისანიჭებლად!!!
სწორედ მიშა-ბელადის დავალებით დაინიცირდა გვარამია-ბოკერია-ბეჟაშვილის მიერ გირგვლიანის მკვლელობიდან ზუსტად 1 თვეში ეს კანონპროექტი!
შედეგად, მკვლელებმა პრივილეგიად მიიღეს:
სწორედ ამიტომ არის #ნაცობასირცხვილი და #მიშისტობა #კიდევუფრომეტისირცხვილი!“ - წერს ოხანაშვილი.