logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: რატომ გიკვირთ „ნაც რეჟიმის" სექტანტების აღშფოთება, რომ მათი ბელადი საპატიმროში პრივილეგირებული იყოს?
- +

25 ოქტომბერი. 2021. 16:17

 

 

ანრი ოხანაშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების განცხადებებს ეხმაურება. შესაბამისი განცხადება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ Facebook-ზე გამოაქვეყნა.

 

„რატომ გიკვირთ ნაც. რეჟიმის სექტანტების აღშფოთება, რომ მათი ბელადი საპატიმროში პრივილეგირებული იყოს?! ამ ხალხს ხომ გაწყვეტილი აქვს შუბლის ძარღვი. სანდრო გირგვლიანი მოკლეს 2006 წლის 28 იანვარს - ამავე წლის 23 თებერვალს კი დააინიცირეს პროექტი და 17 დღეში - უსწრაფესად - აქციეს კანონად, მკვლელებისთვის პრივილეგიების მისანიჭებლად!!!

 

სწორედ მიშა-ბელადის დავალებით დაინიცირდა გვარამია-ბოკერია-ბეჟაშვილის მიერ გირგვლიანის მკვლელობიდან ზუსტად 1 თვეში ეს კანონპროექტი!

 

შედეგად, მკვლელებმა პრივილეგიად მიიღეს:

 

  1. ერთ საკანში მოთავსება, რაც მანამდე აკრძალული იყო!

 

  1. 12-წლიანი სასჯელი კი შეუმსუბუქდათ 8 წლამდე!

 

სწორედ ამიტომ არის #ნაცობასირცხვილი და #მიშისტობა #კიდევუფრომეტისირცხვილი!“ - წერს ოხანაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner