logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ციხის საავადმყოფოს აქვს ყველა რესურსი, რომ მიხეილ სააკაშვილმა სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება მიიღოს
- +

25 ოქტომბერი. 2021. 16:41

 

 

საქართველოს ვიცე-პრემიერის თეა წულუკიანის განცხადებით, ციხის საავადმყოფოს აქვს ყველა რესურსი, რომ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება მიიღოს.

 

„პატიმარ სააკაშვილს როგორი ექიმიც, ექთანიც არ უნდა დასჭირდეს, ინსტრუმენტული თუ სხვა სამედიცინო ლაბორატორიული კვლევა, ეს ყველაფერი ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მოიძებნება, თანაც მაღალი სტანდარტით, - ამის შესახებ წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

მისი თქმით, კონკრეტულად რა სამედიცინო მომსახურება სჭირდება მიხეილ სააკაშვილს ამას კონსილიუმი დაადგენს.

 

 „პირველ რიგში ამას ადგენს კონსილიუმი, სამოქალაქო და პენიტენციური სექტორიდან მოწვეული ექიმები, რომელსაც კონსილიუმი ჰქვია. თუმცა შეიძლება არც იყოს კონსილიუმი და ეს იყოს ექიმების ჯგუფი, რომელიც ადგენს კონკრეტულ პატიმარს რა სამედიცინო საჭიროებები აქვს. კერძოდ, იმ სამედიცინო საჭიროებებს რაც მოშიმშილე პატიმარს შეიძლება ჰქონდეს და სხვა მხრივ კიდევ აწუხებდეს ქრონიკული ან მწვავე დაავადება. ყველა ამ საჭიროებას დღეს სააკაშვილის კონკრეტული ინდივიდუალური საქმის შემთხვევაში აკმაყოფილებს ციხის სამკურნალო დაწესებულება. იქნება ეს საექიმო ადამიანური რესურსი. ანუ ის სპეციალისტები, ვინც შეიძლება მას სავარაუდოდ დასჭირდეს, არიან თუ არა სახეზე და პასუხია, რომ არიან. ყოფილან ისეთი პატიმრები, რომლებიც შევიდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში და შემდეგ მათ აღმოაჩნდათ სხვა სირთულე. ასეთ შემთხვევაში ან იქვე მოვიძიებდით ხოლმე ექიმს, ანდა მოვიწვევდით გარედან. მაგრამ დღეს არის რეალობა, რომლის თანახმადაც პატიმარ სააკაშვილს როგორი ექიმიც, ექთანიც არ უნდა დასჭირდეს, ინსტრუმენტული თუ სხვა სამედიცინო ლაბორატორიული კვლევა, ეს ყველაფერი ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მოიძებნება, თანაც მაღალი სტანდარტით“, - აღნიშნა წულუკიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner