logo_geo
eng_logo
რას უკრძალავენ თალიბები ავღანელ ქალებს
- +

28 ივლისი. 2016. 16:14

 

 

ორგანიზაციამ „ავღანეთის ქალების რევოლუციური ასოციაცია" იმ აკრძალვების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც ავღანელ ქალებს უწესებენ. მართლაც საინტერესოა, რას უკრძალავენ ქალებს თალიბები.


მათ სცემენ, თუ შემთხვევით კოჭი გამოუჩნდებათ, მდინარეში გარეცხავენ თეთრეულს, აივანზე გამოვლენ ან ტაქსიში ჩასხდებიან თავიანთი ბატონის ან მეურვის თანხლების გარეშე. თალიბები, რომელთაც ავღანეთში ფაქტობრივი ძალაუფლება აქვთ შენარჩუნებული, ამტკიცებენ, რომ ამ გზით უბრალოდ სურთ, „უსაფრთხო გარემო შექმნან, სადაც ქალის ღირსება და სისუფთავე ბოლოს და ბოლოს სიწმინდედ იქცა".


თუმცა, გამოდის, რომ თალიბების სურვილი, ქალები სიწმინდეს დაუკავშირონ, საბოლოოდ სუსტი სქესის მიმართ სიძულვილთან მიდის. ამ საბაბით ქალებს ისევე ექცევიან, როგორც შინაურ ცხოველებს. ბევრი ავღანელი ქალის ცხოვრება ტანჯვას, საკუთარ სახლში განდეგილობას და უამრავ აკრძალვას უკავშირდება.


აი, რამდენიმე აკრძალვა იმ დიდი სიიდან, რომლის დაცვაც ავღანელ ქალებს ევალებათ.


1. სრულიად აკრძალული აქვთ სახლის გარეთ მუშაობა, მასწავლებლობა, ინჟინრობა და სხვა სპეციალობით შრომა. მხოლოდ მცირერიცხოვან ექიმ და ექთან ქალებს აქვთ ნებართვა, ქაბულის ზოგიერთ საავადმყოფოში იმუშაონ.


2. ასევე არ შეუძლიათ სახლის გარეთ რაიმეს გაკეთება, თუ თან არ ახლავთ მამრობითი სქესის ახლო ნათესავი.


3. აკრძალული აქვთ რაიმეს ყიდვა მამაკაცი გამყიდველისგან, მამაკაც ექიმთან მკურნალობა, ნებისმიერ სასწავლო დაწესებულებაში სწავლა.


4. ქალები ვალდებულნი არიან, ჩადრით იარონ, რომელიც მთელ სხეულს ფარავს, თავიდან ტერფამდე.


5. ქალებს, რომლებიც არ იცავენ თალიბურ დრესკოდს ან თავიანთი მახრამის (ქმრისა და მეურვის) თანხლების გარეშე დადიან, სცემენ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.


6. ქალებს, რომლებიც ცოლქმრულ ღალატში არიან ბრალდებულნი, საჯარო ჩაქოლვა ემუქრებათ.


7. ქალებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენონ კოსმეტიკა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ქალებს, რომელთაც ფრჩხილებზე ლაქი წაისვეს, თითები დააჭრეს.


8. სუსტი სქესის წარმომადგენლებს ეკრძალებათ უცხო მამაკაცთან საუბარი და მათთვის ხელის ჩამორთმევა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner