logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: სააკაშვილი, ისევე როგორც ნებისმიერი პატიმარი, აუცილებლობის შემთხვევაში ყველანაირ სამედიცინო მომსახურებას მიიღებს
- +

25 ოქტომბერი. 2021. 18:06

 

 

გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იყოს სტაბილური. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ არავინ დაუშვებს სააკაშვილს ან ნებისმიერ პატიმარს რამე დაემუქროს.

 

„რატომ უნდა უნდოდეს ვინმეს რომელიმე პატიმრის და მით უფრო სააკაშვილთან დაკავშირებული რამე გაუგებრობები შეიქმნას?! ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს სტაბილური, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პატიმარი. სხვა ნებისმიერი პატიმარიც, ისევე როგორც სააკაშვილი თუ ამის აუცილებლობა გახდა სახვა სამედიცინო მომსახურებასაც მიიღებს. რაც შეეხება უსაფრთხოებას. ამაზე კომენტარის გაკეთება ზედმეტია. ნუ ვიტყვით რომ ნიკა გვარამია ჭკვიანურ კომენტარს აკეთებს, სურვილი აქვს, რომ ხალხი დარაზმოს და მობილიზაცია გააკეთოს, იქნებ რაღაც დაპირისპირებას გამორჩეს ამ ვითარებაში ესენი ხომ ამაზე არიან ორიენტირებულები. ვინ დაუშვებს ისა, რომ სააკაშვილს ან ნებისმიერ პატიმარს რამე დაემუქროს, ვინ დაუშვებს მაგას?!“, - განაცხადა გიორგი ვოლსკი „ქრონიკაში“.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner