„დღეს რუსთავსა და ჩვენს ქვეყანაში თუ ვინმეს აწყობს, რომ დაძაბულობა, დაპირისპირება იყოს მოსახლეობაში, არის „ნაციონალური მოძრაობა“. მათ ნახეს, რომ, ქვეყნის მასშტაბით, პირველ ტურში, „ქართულმა ოცნებამ“ აიღო 47% და რეფერნდუმი, რომელზეც საუბრობდნენ, ჩაუვარდათ, დაინახეს, რომ გეგმა არ გამოუვიდათ; ქართველმა ხალხმა ხმა მისცა განვითარებას, რუსთაველებმაც ხმა მისცეს იმას, რომ არ დავრჩეთ წარსულში და გავაგრძელოთ ქალაქის განვითარება სხვადასხვა პროექტით“, - განაცხადა რუსთავის მერობის კანდიდატმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.
ნინო ლაცაბიძის თქმით, მეორე ტურში, რუსთავში, ისევე, როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ გაიმარჯვებს.
„დღეს მათ სხვა გზა არ აქვთ და ფიქრობენ, რომ მეორე ტურის პერიოდში, ერთადერთი გზაა, ესკალაციით, შექმნან ფონი, რომ რაღაც საოცრება ხდება, არის დაძაბული საარჩევნო პერიოდი. ზუსტად იციან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ, რომ ესაა მათთვის ბოლო არჩევნები. განსაკუთრებით, დავით კირკიტაძემ იცის, რომ დამარცხდება. ყველა არჩევნებში, რომელშიც რუსთავში მიიღო მონაწილეობა, არის დამარცხებული, ზუსტად იცის, რომ მეორე ტურშიც დამარცხდება. რუსთავი არ აირჩევს დავით კირკიტაძის რუსთავს. რუსთაველებს გვინდა სიმშვიდე, რომლისკენაც პრემიერი მოუწოდებს ყველას“, - აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.