logo_geo
eng_logo
ნინო ლაცაბიძე: „ნაცმოძრაობას“ არ შეუძლია მოსახლეობასთან საუბარი, დავით კირკიტაძემ ადამიანზე ფიზიკურად იძალადა
- +

25 ოქტომბერი. 2021. 18:38

 

 

რუსთავის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ნინო ლაცაბიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით კირკიტაძე მოსახლეობის მიერ დასმულ მისთვის მიუღებელ ყველა კითხვას, მომავალშიც ძალადობით უპასუხებს. მან „ქრონიკაში“ რუსთავში მომხდარ ინციდენტზე ილაპარაკა.

 

„რუსთაველები „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციებს უკვე მივეჩვიეთ. არჩევნების პირველ ტურზე ჩვენი საარჩევნო კამპანია მიმართული იყო პროექტებზე, საქმეზე და იმ გამოწვევებზე, რაც დღეს ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებს აწუხებთ, ამ დროს „ნაციონალური მოძრაობა“ დაკავებული იყო პროვოკაციით. დაკავებული იყო ტყუილი დაპირებების გავრცელებით, რამაც შეცდომაში შეიყვანა ადამიანების ჯგუფი“, - განაცხადა ლაცაბიძემ.

 

მისი თქმით, რუსთავში, არჩევნების მეორე ტურში „ნაცმოძრაობის“ ძალადობრივი კამპანია კიდევ უფრო გააქტიურდა. „აქამდე რა პოლიტიკასაც ატარებდა ეს პარტია, ახლაც იმავეს იმეორებს. ესაა ძალადობა, ადამიანების დაპირისპირება, ფიზიკური შეურაცხყოფა. გუშინდელი ფაქტიც კარგი მაგალითი იყო იმისა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ შეუძლია მოსახლეობასთან საუბარი. დავით კირკიტაძემ რუსთავში ადამიანზე ფიზიკურად იძალადა, რომელმაც საკმაოდ რთული პერიოდი გაიარა. დავით კირკიტაძე მომავალშიც ასე აპირებს მოქმედებას, რომ მოსახლეობის მიერ გაჟღერებული საკითხებიდან რაც მისთვის მიუღებელი იქნება, მოქალაქეებს ძალადობით უპასუხოს“, - აღნიშნა ლაცაბიძემ.

 

რუსთავში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბთან დაპირისპირება იყო. დავით კირკიტაძის ინფორმაციით, ოფისზე მოხდა თავდასხმა და იყო შეჭრის მცდელობა. მიუხედავად მისი მტკიცებისა, არსებობს ვიდეო, რომელიც თავად მის ხულიგნობას ასახავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner