logo_geo
eng_logo
იოსებ ჭუმბურიძე: აი, თუ არ გვყავს ღირსეული ჟურნალისტები!
- +

25 ოქტომბერი. 2021. 20:57

 

 

„აი, თუ არ გვყავს ღირსეული ჟურნალისტები!

თამარ ცაგარეიშვილი.

სულ სხვა იყო გასულ შაბათ -კვირას მისი „იმედი Liwe"“, - ამის შესახებ ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

 

„ჩანდა განათლება, ღირსება, კომპეტენცია, სამშობლოს განცდა და მისი ბედის გათავისება...

ანუ ჩანდა პროფესიონალიზმი და აკადემიზმი.

 

***

ასეთებს უნდა მიჰყავდეთ პოლიტიკური გადაცემები.

კარგია „შემდეგ გაჩერებაზე" ბჭობა, მაგრამ ეს მაინც ფუფუნებაა.

დღეს ბრძოლაში ვართ.

და ეს ბრძოლა, სამწუხაროდ, 30 ოქტომბერს არ დამთავრდება.

თავს ნუ მოვიტყუებთ.

 

***

ამიტომ ასეთი შაბათ - კვირის „ლაივები" კვლავაც უნდა გაგრძელდეს.

***

ლაშა  თაბუკაშვილს ამ გადაცემაში მხოლოდ თამარ ცაგარეიშვილი თუ მიიყვანდა.

სხვებიც უნდა მიიყვანოს.

ისინი, ვისი აზრიც საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ისინი, ვინც „შემდეგ გაჩერებაში" ჰყავდა:

ნაირა გელაშვილი, ეთერ თათარაიძე, თემურ ჩხეიძე...

***

და კიდევ, საერთოდ, „იმედის" საყურადღებოდ:

როცა სააკაშვილის პერიოდის მედიატერორზე საუბრობთ, მაგალითად მხოლოდ „იმედის" დარბევასა და წართმევას ნუ მოიყვანთ.

გამომცემლობა „სამშობლო" და იქ განთავსებული უამრავი რედაქციაც გაიხსენეთ.

გაიხსენეთ „ომეგა", ტელეკომპანია „იბერიის" დარბევა და გაზეთ „ახალი ეპოქის" დახურვა, რასაც ოქროსკალმიანი ჟურნალისტის  თემურ მეტრეველის გულის გაჩერება მოჰყვა.

***

ეს აუცილებელია, „შემდეგი გაჩერებები" რომ აღარ დადგეს“, - წერს ჭუმბურიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner