logo_geo
eng_logo
დათო ოქიტაშვილი: მეთოდები დაგიძველდათ მავნებლებო - ჩემი მხარდაჭერა პრემიერს და მის ულამაზეს ოჯახს
- +

25 ოქტომბერი. 2021. 21:07

 

 

„ვირთხებს, კასრში გამოკეტილებს როგორც ემართებათ, ესე წრიალებენ ნაცმოძრაობის დამქაშები ირაკლი ღარიბაშვილის ხსენებაზე“, - ამის შესახებ კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„გეცათ ბატონებო სამართლიანობის სუნი, შეშინდით ალბათ პრინციპულობას რომ აღსრულება აუცილებლად მოჰყვება იმაზე; იგრძენით, რომ პასუხები უნდა გასცეთ საზოგადოებას,  პირისპირ და ნამდვილი თქვენი ვინაობისა და “საქმენი საგმიროების“ შესახებ. ამიტომაც ღელავთ, ამუშავდა მანქანა - ეს დავწეროთ, ეს ვთქვათ, შანსი ხელიდან არ გავუშვათ, ოჯახს მივადგეთ, ლაფში გავსვაროთ...

 

არ გამოგივათ, სააშკარაოზე გამოხვალთ ყველანი და ეს ცილისწამება კიდევ ერთი ბრალდება იქნება თქვენ წინააღმდეგ. მეთოდები დაგიძველდათ მავნებლებო და კუდის მოქნევაც ალბათ მთელი ბოღმით გინდათ, მაგრამ თქვენი კუდი იმ ტყუილების ხარჯზე იმდენად დამოკლდა, ვერ მოსვრით ვერც ღარიბაშვილს, ვერც მის ბრწყინვალე ოჯახს და მით უმეტეს, ვერც შანსს დააკლებთ იმას, რასაც ქვეყანა ასე გულისფანცქალით ელის.

დამთავრდა კოჰაბიტაცია, დამთავრდა. ხო,  დაგამთავრად რასაც საქართველოს მოსახლეობა ასე ელოდა.

მორჩა კინო თქვე გარეწარო ბინძურებო.

ჩემი მხარდაჭერა პრემიერს და მის უსაყვარლეს და ულამაზეს ოჯახს.

იხარეთ.️

გამრავლდით უფალი იყოს თქვენი ოჯახის მფარველი.

შვილებო იამაყეთ თქვენი მშობლებით, იამაყეთ“, - წერს ოქიტაშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner