logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ 27 ოქტომბერს ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა
- +

25 ოქტომბერი. 2021. 21:43

 

 

„დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა იმიტომ, რომ არავის სიამოვნებს არსებული სიტუაცია, კონკრეტული პოლიტიკური ძალების მხრიდან. სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა, ცილისწამება - არის გაჯერებული კონკრეტული ტელევიზიების მხრიდან, რაც ძალიან ცუდია, საზოგადოება ამ ყველაფრისგან დაიღალა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ შეკრებაზე საუბრისას განაცხადა.

 

„გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ საზოგადოებას დავანახოთ - ჩვენ ვართ ის ძალა, რომელსაც რეალურად აქვს შანსი და შესაძლებლობა ამ ქალაქში აღმშენებლობა და განვითარება გააგრძელოს. მე ქალაქზე ვიტყვი, რადგან მერობის კანდიდატი ვარ. ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც ყველაფერს გააკეთებს ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, გამწვანების, გარემოს დაცვის მიმართულებით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით, ბევრი გვაქვს გაკეთებული ბოლო 4 წლის განმავლობაში, ეს კარგია, მაგრამ საზოგადოებას აინტერესებს მომავალი, თუ როგორი იქნება თბილისი მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც შეძლებს ამ ყველაფრის აღმშენებლობას“,- განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner