logo_geo
eng_logo
ნუნუკა გრძელიშვილი: ეს შენობა ყველაზე წმინდა და სანუკვარია იმ ერთადერთი ტელევიზიის დიდი ოჯახის ჟურნალისტებისთვის, 2003 წელს,"წითელ" ჟურნალისტებად რომ მოგვნათლეს
- +

25 ოქტომბერი. 2021. 22:39

 

 

„ეს შენობა ყველაზე ლამაზი, წმინდა და სანუკვარია იმ ერთადერთი ტელევიზიის  დიდი ოჯახის ჟურნალისტებისთვის, 2003 წელს,"წითელ" ჟურნალისტებად რომ მოგვნათლეს და დიახ, ერთად გამოგვიშვეს“, - ამის შესახებ ნუნუკა გრძელიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

 

„შენობა, რომელიც იყო იმ 3000 კაცის მეორე სახლი, ერთდროულად რომ გამოგვიშვეს 2003 წელს.

შენობა, დღესაც რომ  ვერ ჩავუვლი ხოლმე გულგრილად.

შენობა, სადაც ყველას გვიყვარდა ერთმანეთი, ერთი დიდი ოჯახი ვიყავით,ერთმანეთის სიხარულით  ვხარობდით და ტკივილიც საერთო გვქონდა.

შენობა, რომლის "ოქროს ფონდი", სწორედ ჩემი კოლეგების გადაცემებითაა სავსე.

შენობა, რომელიც ჩვენი ბიოგრაფიისა და ცხოვრების ყველაზე ლამაზი და დაუვიწყარი ფურცელია.

შენობა, რომელშიც ვისწავლეთ, რომ ადამიანისთვის ყველაზე მთავარი, სუფთა სინდისია.

მე და ჩემს მეგობრებს ამ გზიდან,  არც მაშინ და არც  მერე, არასოდეს გადაგვიხვევია.

ეს შენობა ყველაზე ლამაზი, წმინდა და სანუკვარია იმ ერთადერთი ტელევიზიის  დიდი ოჯახის ჟურნალისტებისთვის, 2003 წელს,"წითელ" ჟურნალისტებად რომ მოგვნათლეს და დიახ, ერთად გამოგვიშვეს.

უსამართლობა, ბუმერანგივით დაუბრუნდა იმათ, ვინც ახლა "სამართლიანობის" მოლოდინშია“, - წერს გრძელიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner