„ქრონიკასთან“ ზესტაფონის მოქმედი მერი, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდს იხსენებს.
„ბრალად მედებოდა კომპანია „ვისოლიდან“ საბუთების გაყალბება, კომპანიაში, სადაც არ მიმუშავია ერთი დღე. კარგად მახსოვს რამდენჯერ მცემეს იმისათვის, რომ მე შიმშილობა შემეწყვიტა. ასევე ექცეოდნენ არაერთ პატიმარს, რომელიც შიმშილობდა. იყო აპრობირებული მეთოდი, ცემა და შიმშილობის შეწყვეტა. სამი დღე ჩამიყვანეს ე.წ. პროზექტურაში, სადაც მიცვალებულზე ვიყავი გამობმული. ასეთი სისასტიკით ეპყრობოდნენ მაშინდელ პენიტენციურ სისტემაში პატიმრებს. დედაჩემი შეეწირა ჩემს ამბებს, მას ინსულტი დაემართა“, - აცხადებს გიორგი გოგლიჩიძე.