logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: მიხეილ სააკაშვილის მიმართ იქნება ზუსტად ისეთივე მოპყრობა, როგორიც სხვა პატიმრების მიმართ არის
- +

26 ოქტომბერი. 2021. 00:44

 

 

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანის, შალვა პაპუაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი ხელოვნურად არის შექმნილი და დღესდღეობით მისი სტაციონარში გადაყვანის საჭიროება არ დგას.

 

მისივე თქმით,  თუ სააკაშვილის სტაციონარში გადაყვანა საჭირო გახდება, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ დაწესებულებაში ყველა პირობაა შექმნილი სამედიცინო მომსახურების გასაწევად.

 

„შიმშილობა ახალი არ არის ციხეებისთვის და მიხეილ სააკაშვილის მიმართ იქნება ზუსტად ისეთივე მოპყრობა, როგორიც სხვა პატიმრების მიმართ არის – ჰუმანური და ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე საუკეთესო. ეს არის ადამიანის უფლებების საუკეთესო სტანდარტი, რომელიც ჩვენს ციხეებში 2012 წლის შემდეგ დამკვიდრდა, მანამდე კი, ყოველ მესამე დღეს პატიმარი იღუპებოდა, სწორედ იმ დაწესებულებაში, რომელიც ახლა ასე არ მოსწონთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „პირველი არიხს “ ეთერში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner