logo_geo
eng_logo
სერგეი ლავროვი: რუსეთსა და ნატო-ს შორის ურთიერთობები არ არის კატასტროფული, რადგან ჩვენ ნატო-სთან არანაირი ურთიერთობები არ გვაქვს
- +

26 ოქტომბერი. 2021. 01:08

 

 

„რუსეთსა და ნატო-ს შორის ურთიერთობები არ არის კატასტროფული, ამის მიზეზი კი მათი სრული არარსებობაა“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ნორვეგიელ კოლეგასთან, ანიკენ ჰიუტფელდტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

„რუსეთსა და ნატო-ს შორის ურთიერთობებს არ შეიძლება, უწოდო კატასტროფული, ამის მიზეზი მათი სრული არარსებობაა. კატასტროფული შეიძლება, იყოს მხოლოდ ის, რაც რეალურად არსებობს. ჩვენ ნატო-სთან არანაირი ურთიერთობები არ გვაქვს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

 

შეგახსენებთ, ოქტომბრის დასაწყისში ნატო-მ ორგანიაციაში რუსეთის მისიის წევრთა რაოდენობა 20-დან 10-მდე შეამცირა. რუს დიპლომატებს ბრიუსელის დასატოვებლად ვადა ოქტომბრის ბოლომდე მისცეს. ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის მისიის თანამშრომლები გაძევება მოხდა, რადგან ისინი რუსეთის დაზვერვის არადეკლარირებული თანამშრომლები იყვნენ და ქმედებები არ შეესაბამებოდა მათ აკრედიტაციას.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner