„ნინო ლომჯარია, რომ განსაკუთრებით ღელავს მიხეილ სააკაშვილზე და ეს განსაკუთრებული სენტიმენტები და ემოციური ფონი არსებობს, გასაგებია, ეს არაერთგზის გამოვლენილა. პირდაპირ გეუბნებით, მიკერძოებულია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით მათიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, ომბუდსმენი განსაკუთრებით იცავს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობისა“ და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებებს.
„ეს არ შეიძლება იყოს იმ სახალხო დამცველის განცხადება, რომელიც ობიექტურად აფასებს ვითარებას. ნინო ლომჯარიას არაერთი განცხადება მაქვს მოსმენილი, სადაც პირდაპირ მხარედ გამოდიოდა. სახალხო დამცველი არის პირველი ბერკეტი ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ნინო ლომჯარია კონკრეტულად ყველას უფლებებს კი არ იცავს, განსაკუთრებით ყურადღებას აქცევს და განსაკუთრებით აღელვებს „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის უფლებები“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.