logo_geo
eng_logo
დენიელ ფრიდი: მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შეიძლება იმ ოცნებით დაბრუნდა, რომ ხელახალ ვარდების რევოლუციას მოაწყობდა, რევოლუციების დრო აღარ არის
- +

26 ოქტომბერი. 2021. 02:01

 

 

„არ მომწონს, რომ სააკაშვილი უცებ პარაშუტით ჩამოფრინდა და გადაწყვიტა, ცხენზე ამხედრებული მოვლენოდა ქვეყანას, მაგრამ მეორე მხრივ, არის მისი ადგილი ნამდვილად ციხეში? მისი ციხეში ყოფნა „ქართულ ოცნებას“ ვნებს“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, დენიელ ფრიდმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„მიხეილ სააკაშვილი დამყოფი ფიგურაა. ის გამოკვეთილ ყურადღებას იქცევს, დრამატულია. მაგრამ ჩემთვის ასევე მკაფიოდ ჩანს, რომ საქართველოს საზოგადოების მხრიდან აღარ აქვს ის პატივისცემა, რომელიც მისი მმართველობის საწყის წლებში ჰქონდა. შეიძლება, ის საქართველოში იმ ოცნებით დაბრუნდა, რომ ხელახალ ვარდების რევოლუციას მოაწყობდა. მე ამას უბრალოდ ვერ ვხედავ. რევოლუციების დრო აღარ არის. ააშენე პოლიტიკური პარტია, თავი მოაწონე ამომრჩეველს და გაიმარჯვე არჩევნებში“, – განაცხადა დენიელ ფრიდმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner