logo_geo
eng_logo
ლევან რატიანი ქუთაისში კლინიკა „ლჯ და კომპანიის“ სამედიცინო პერსონალს შეხვდა და COVID19-ის მძიმე შემთხვევები განიხილა
- +

26 ოქტომბერი. 2021. 02:15

 

 

იმერეთის რეგიონში ჯანდაცვის მინისტრისა და საზოგადოებისთვის ცნობილ ექიმებთან ერთად ვიზიტის ფარგლებში, „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ დირექტორი ლევან რატიანი ქუთაისში კლინიკა „ლჯ და კომპანიის“ სამედიცინო პერსონალს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

რეანიმატოლოგმა კლინიკა დაათვალიერა, კოვიდპაციენტების მდგომარეობას ადგილზე გაეცნო და კოლეგებთან ერთად კორონავირუსის მძიმე შემთხვევები განიხილა.

 

ექიმებმა პანდემიის პერიოდში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ვაქცინაციის პროცესის პოპულარიზაციისა და მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის საკითხს. კლინიკა „ლჯ და კომპანია“ COVID - 19 - ის მართვის პროცესში ამ დრომდე აქტიურად არის ჩართული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner