logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: ქვეყანა მიხეილ სააკაშვილის სცენარით ვერ იცხოვრებს
- +

26 ოქტომბერი. 2021. 03:00

 

 

„ხელისუფლება, რაც წესით და კანონით არის განსაზღვრული, მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ პატიმარ სააკაშვილს არა ის მოვლა ჰქონდეს და პატრონობა, რომელიც მის მიერ შექმნილ ციხეში იყო, სადაც ხალხს აუპატიურებდნენ, არამედ აქვს ძალიან მაღალი ხარისხის მოვლა და პატრონობა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

„მიხეილ სააკაშვილის სცენარით ვერ იცხოვრებს ქვეყანა და ვერ იმუშავებს სამართალდამცავი ორგანოები და ვერც პენიტენციური სისტემა ვერ იქნება ასე. მიხეილ სააკაშვილს გააჩნია თავისი დღის წესრიგი, სახელმწიფოს და ქვეყანას თავისი. თუ მას სურს შიმშილობა, იშიმშილოს. თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება, ამას სახელმწიფოს მხრიდან მიეხედება იმ წესებით, რაც კანონდებლობით არის მოცემული. სცენარი, რომ სადღაც მუდმივი ჯანჯღარის და რეაქციის კერა შექმნას, არაფერი გამოუვა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner