logo_geo
eng_logo
დენიელ ფრიდი: არ მომწონს ის, რომ სააკაშვილი უცებ პარაშუტით ჩამოფრინდა და გადაწყვიტა, ცხენზე ამხედრებული მოვლენოდა ქვეყანას
- +

26 ოქტომბერი. 2021. 10:52

 

 

„მიხეილ სააკაშვილი დამყოფი ფიგურაა. ის გამოკვეთილ ყურადღებას იქცევს, დრამატულია. მაგრამ ჩემთვის ასევე მკაფიოდ ჩანს ის, რომ საქართველოს საზოგადოების მხრიდან აღარ აქვს ის პატივისცემა, რომელიც მისი მმართველობის საწყისს წლებში ჰქონდა“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწე დენიელ ფრიდმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა,

 

მისივე თქმით, შეიძლება, ის საქართველოში იმ ოცნებით დაბრუნდა, რომ ხელახალ „ვარდების რევოლუციას მოაწყობდა“.

 

„მე ამას უბრალოდ ვერ ვხედავ. რევოლუციების დრო აღარ არის, ააშენე პოლიტიკური პარტია, თავი მოაწონე ამომრჩეველს და გაიმარჯვე არჩევნებში“, - განაცხადა ფრიდმა.

 

მისივე თქმით, ადგილობრივმა არჩევნებმა აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებას“ ჯერ ისევ დიდი მხარდაჭერა აქვს და ასევე, ოპოზიცია ძლიერად არის წარმოდგენილი ბევრ ქალაქსა და ბევრ ადგილობრივ მთავრობაში.

 

„მე ეუთო/ოდირის ანგარიში წავიკითხე. ეს არჩევნები დარღვევებით ჩატარდა და მთავრობისგან უკეთესის მოლოდინი მაქვს, მაგრამ ამ არჩევნებში პოლიტიკური ძალები ერთმანეთს შეეჭიდნენ. ეს არ იყო ისეთი არჩევნები, როგორიც, მაგალითად, რუსეთში ჩატარდა. ეს არჩევნები იყო ხარვეზიანი, ოღონდ კონკურენტული. ეს არის სწორედ ის, რაც პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გააკეთონ. მე არ მომწონს ის, რომ სააკაშვილი უცებ პარაშუტით ჩამოფრინდა და გადაწყვიტა, რომ ცხენზე ამხედრებული მოვლენოდა ქვეყანას, მაგრამ მეორე მხრივ არის მისი ადგილი ნამდვილად ციხეში? მისი ციხეში ყოფნა „ქართულ ოცნებას“ ვნებს“, - განაცხადა ფრიდმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner