საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ბექა დავითულიანს სჯერა, რომ სისტემურ დანაშაულებთან, ძალადობასა და წამებასთან ასოცირებული ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ რეაბილიტაციას საზოგადოება 30 ოქტომბერს უარს კიდევ ერთხელ ეტყვის.
„მჯერა, რომ ქართული საზოგადოება არ დაუშვებს, რეაბილიტაციას, გათეთრებას, გარეცხვას იმ ადამიანების, რომლებიც ჩვენს თანამოქალაქეებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და კლავდნენ“, - აცხადებს ბექა დავითულიანი.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება.