logo_geo
eng_logo
დღეს ლევან ჩიქვანაიას 93 წელი შეუსრულდებოდა
- +

26 ოქტომბერი. 2021. 12:19

 

 

დღეს ლევან ჩიქვანაია 93 წლის გახდებოდა.

 

ლევან ჩიქვანაია იყო ცნობილი ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, პედაგოგიკის დოქტორი, პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-1999), საზოგადოებრივი მოძრაობა „განათლება XXI“-ს გამგეობის თავმჯდომარე.

 

დაიბადა თბილისში, 1928 წლის 25 ოქტომბერს. 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. 1958 წელს იყო თბილისის 23-ე საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილე; 1960-1967 წლებში - გაზეთ „სახალხო განათლების“ განყოფილების გამგე, პასუხისმგებელი მდივანი; 1967-1977 წლებში - პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი; 1977-1985 წლებში - თბილისის განათლების სამმართველოს უფროსი; 1986 წლიდან პედაგოგიკურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი. 1995-1999 წლებში - საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი - განათლებისა და ტექნოლოგიების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე. იყო სამეცნიერო ნაშრომების, რამდენიმე წიგნის ავტორი.

 

გარდაიცვალა 2012 წლის 29 ნოემბერს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner