logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: ქვეყნის კონსტიტუციას და კანონს არ იცნობ?! შერიფის ინსტიტუტი თავისთავად საინტერესო ფენომენია, მაგრამ რა აღარ მოგწონს ქართულ პოლიციაში?
- +

26 ოქტომბერი. 2021. 13:29

 

 

 

„შერიფის ინსტიტუტი თავისთავად საინტერესო ფენომენია, მაგრამ ქართულ რეალობას ვერ მოერგება და მაინც შენთან მაქვს კითხვა - რა აღარ მოგწონს ქართულ პოლიციაში? შერიფის კოპირება და ისიც მხოლოდ ერთ ქალაქში, ცოტა უცნაურია“, - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ხატია დეკანოიძის ინიციატივას, რომ ქუთაისი იქნება პირველი ქალაქი, სადაც შერიფს აირჩევენ.

 

„ხატია, ქვეყნის კონსტიტუციას და კანონს არ იცნობ?! სამართლებრივი საფუძველი სჭირდება შენ მიერ საარჩევნოდ შემოთავაზებულ შერიფის ინსტიტუტს. ამერიკის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, დიახ, ამერიკის დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სამართალდამცავი უწყებების დეცენტრალიზაცია და არჩევითობის პრინციპია. ამით გამოირიცხება მთავრობის გავლენა მათზე, რაც არ არის ცუდი, მაგრამ ყველაფერს თავისი სპეციფიკა აქვს და copy paste იშვიათ შემთხვევებში ამართლებს და მაინც ვინ არის შერიფი? შერიფი არის პირი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში აირჩევა მოსახლეობის მიერ 2-6 წლამდე ვადით. მისი პრეროგატივა შტატების მიხედვით განსხვავებულია, მაგალითად: ციხის მართვა, პატრულირება, სახელმწიფო ობიექტების დაცვა, დაჯარიმება, დანაშაულის გამოძიება და სხვა. შერიფის ინსტიტუტი თავისთავად საინტერესო ფენომენია, მაგრამ ქართულ რეალობას ვერ მოერგება და მაინც, შენთან მაქვს კითხვა, რა აღარ მოგწონს ქართულ პოლიციაში? შერიფის კოპირება და ისიც მხოლოდ ერთ ქალაქში ცოტა უცნაურია“, - წერს თამთა მეგრელიშვილი facebook-ზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner