logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ხატია დეკანოიძე ამბობს ისეთ სისულელეს, რომელსაც არასრული საშუალო განათლების მქონე ადამიანიც კი არ იკადრებს
- +

26 ოქტომბერი. 2021. 13:30

 

 

 

„სააკაშვილის პარტიის შემთხვევაში ვხედავთ უძირო ფსკერს. ეტყობა, რამე ამერიკულ სერიალს უყურებდა ქალბატონი დეკანოიძე და შერიფებზე ფუჭი დაპირებით ისევ დაამტკიცა, რომ თავადაც ვირტუალურ განზომილებაშია, როგორც მთლიანად "ნაცების" სექტა“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ქუთაისი მერობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის ინიციატივას, რომ ქუთაისი იქნება პირველი ქალაქი, სადაც შერიფს აირჩევენ.

 

„საყოველთაოდ ცნობილია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელებსა და სექტის ბრმა მიმდევრებს ახასიათებთ განათლებისა და კომპეტენციის ტოტალური დეფიციტი. ნიკანორ მელიას ყალბი დაპირებების კვალდაკვალ, ვანო მერაბიშვილის პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელი (2007-2012 წ.წ.) ხატია დეკანოიძე ამბობს ისეთ სისულელეს, რომელსაც არასრული საშუალო განათლების მქონე ადამიანიც კი არ იკადრებს. პოპულიზმსაც აქვს გარკვეული საზღვრები. სააკაშვილის პარტიის შემთხვევაში, ვხედავთ უძირო ფსკერს. ეტყობა, რამე ამერიკულ სერიალს უყურებდა ქალბატონი დეკანოიძე და შერიფებზე ფუჭი დაპირებით ისევ დაამტკიცა, რომ თავადაც ვირტუალურ განზომილებაშია, როგორც მთლიანად „ნაცების“ სექტა“, - წერს Facebook-ზე აბაშიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner