შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“-მა, კასპის მუნიციპალიტეტში შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სოფელ ნიაბი-ბორტას გზის ასფალტის პირველი პირის დაგება დაიწყო.
გზაზე ეწყობა ხელოვნური ნაგებობები, რკინაბეტონის კიუვეტები, ეზოში შესასვლელები და საგზაო ნიშნები.
გზის რეაბილიტაცია სოფელ ქვემო გომიდან გაგრძელდა (გზა გასულ წელს მოასფალტდა), გაივლის სოფელ ნიაბს, ბორტას და სოფელ მეტეხს უერთდება.
გზის რეაბილიტაციაზე, რომლის სიგრძე 3 305 მეტრია, 2 447 902 ლარი იხარჯება.
სამუშაოს დამკვეთი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტია.
მუნიციპალიტეტის მიზანია - კეთილმოწყობილი მისასვლელი გზა ჰქონდეს ყველა სოფელს. პროექტი გრძელდება, ვიდრე ყველა დასახლებული სოფლის პრობლემა არ მოგვარდება.