ექსპერტი ამირან სალუქვაძე პარტია „ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის ოპოზიციის კოალიციაში გაერთიანებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„დედ-მამას რომ დაგიჭერენ, ქონებას წაგართმევენ და ამ ბოროტების შემდეგ მთელი ცხოვრება ამ მოძალადე პარტიის ხაზზე ზიხარ, ბოლოს შენს ოჯახზე მოძალადეებთან კოალიციაში შედიხარ და ერთ-ერთ სახესთან ქუთაისში მოადგილის თანამდებობას დათანხმდები, არ ვიცი, რა სინდრომია და ღირებულებათა სკალაზე სად იმყოფება“, - წერს სალუქვაძე Facebook-ზე.