logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე ანა ნაცვლიშვილზე: დედ-მამას რომ დაგიჭერენ და ამ ძალასთან შემდეგ კოალიციაში შედიხარ, არ ვიცი, რა სინდრომია და ღირებულებათა სკალაზე სად იმყოფება?
- +

26 ოქტომბერი. 2021. 13:33

 

 

ექსპერტი ამირან სალუქვაძე პარტია „ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის ოპოზიციის კოალიციაში გაერთიანებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

 

„დედ-მამას რომ დაგიჭერენ, ქონებას წაგართმევენ და ამ ბოროტების შემდეგ მთელი ცხოვრება ამ მოძალადე პარტიის ხაზზე ზიხარ, ბოლოს შენს ოჯახზე მოძალადეებთან კოალიციაში შედიხარ და ერთ-ერთ სახესთან ქუთაისში მოადგილის თანამდებობას დათანხმდები, არ ვიცი, რა სინდრომია და ღირებულებათა სკალაზე სად იმყოფება“, - წერს სალუქვაძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner