logo_geo
eng_logo
ევრომოსამართლეობის კანდიდატი ევა გოცირიძე იქნება
- +

28 ივლისი. 2016. 17:14




მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 2016 წლისათვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე კანდიდატთა სამპირიან სიაში ნანა მჭედლიძის კანდიდატურის ნაცვლად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ევა გოცირიძის კანდიდატურა შევიდა.


იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, ევა გოცირიძე არის იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი და საერთაშორისო სამართლის დოქტორი. 


„ევა გოცირიძეს წარმატებით აქვს გავლილი საადვოკატო საქმიანობისთვის აუცილებელი გამოცდები, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით და მიღებული აქვს 100-დან 98 ქულა. აქვს გავლილი მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო სტაჟირება,  გახლავთ მეცნიერი. ევა გოცირიძე ხუთი წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა ცენტრს ხელმძღვანელობდა. აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, შვიდი საავტორო წიგნი. ევა გოცირიძემ ჯერ კიდევ 1998 წელს გამოაქვეყნა და მისი ავტორობით მიღებულ იქნა მოსამართლეთა ეთიკის კოდექსი. ჩვენ, როგორც სუვერენულმა ორგანომ, ვიფიქრეთ, რომ გვჭირდება ალექსანდრე ბარამიძის საპირწონე, კონკურენტუნარიანი ქალი კანდიდატი. ასეთად დღეს საქართველოს მთავრობის მიერ ჩაითვალა ევა გოცირიძე. მე ყველა კანდიდატს  ვუსურვებ წარმატებას.  წარმატებას ვუსურვებ ასევე ქალბატონ ნანა მჭედლიძეს, ახალგაზრდა კონკურენტულ ქალბატონს, რომელიც მჯერა, აუცილებლად გახდება მოსამართლე", - განაცხადა თეა წულუკიანმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner