„ქართული ოცნების” ჭიათურის მერობის კანდიდატი „მთავარ არხს“ დეზინფორმაციაში ამხელს. გივი მოდებაძე ტელეკომპანიასა და მის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას სასამართლოში უჩივის.
ჭიათურის მერობის კანდიდატი ტელეკომპანია „მთავარი არხისგან“ სიმბოლურ თანხას - 55 555 ლარსა და საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს.
„ადამიანს დააბრალო ის, რაც არ მომხდარა მის ცხოვრებაში და ბუნებაში არ არსებობს... მოიგონა ისეთი ამბები, რომლებიც, მართლაც, გულისამრევია ყველასთვის და ამ ყველაფრის ტირაჟირებას პირდაპირ ეთერში აკეთებდა. არ მოისვენა ერთი არარსებული ფაქტით და შეთხზა სხვა ისეთი ამბებიც, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება. პატივისა და ღირსების შეურაცხყოფისთვის, ჩვენ მოვამზადეთ სარჩელი, რომელიც დღეს შედის თბილისის საქალაქო სასამართლოში და ვითხოვთ სიმბოლურ თანხას - 55 555 ლარს, რომელიც ბავშვთა ფონდში გადაირიცხება“, - აღნიშნა გივი მოდებაძემ.