logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ ქარელის მერობის კანდიდატი „მთავარ არხსა“ და ნიკა გვარამიას უჩივის
- +

26 ოქტომბერი. 2021. 15:08

 

 

„ქართული ოცნების“ ქარელის მერობის კანდიდატი, ზაზა გულიაშვილი „მთავარ არხსა“ და ნიკა გვარამიას უჩივის. მისი თქმით, ეთერში გასულ სიუჟეტი სიცრუეა. მერობის კანდიდატი ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის მატერიალურ კომპენსაციას 55 555 ლარს ითხოვს, რაც, მისი განმარტებით, საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.

 

„ნიკა გვარამიასა და „მთავარი არხის“ მიერ წარმოებული შეურაცხყოფისა და დისკრედიტაციის კამპანიისთვის, კომპენსაციის სახით ვითხოვ 55 555 ლარს, რაც საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ხედავს, რომ ეს ამორალური ადამიანები ცილისწამებასა და პირად შეურაცხყოფაზე არიან გადასულები“, - განაცხადა ზაზა გულიაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner