logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია: რაც მაგან ხალხი ხოცა, აწამა და გააუბედურა, თავსაც თუ მოიკლავს, საფლავში ვისაც გინდათ, ჩაყევით!
- +

26 ოქტომბერი. 2021. 15:43

 

 

 

„საქართველოს რკინისგზის“ მგზავრთა გადაყვანის დირექტორი დაჩი ცაგურია მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს:

 

„ცოტა ჯანზე ვერ არიან მგონი, მესამე პრეზიდენტს სიკვდილისკენ მივაქანებთო, მესმის... ჯერ ერთი, მიშა მაგის ჩიტი არაა, თავს რაიმე ავნოს, არჩევნები ჩაივლის მალე, გაასხავს კვატივით და ბარკალს ვერ გამოაძრობენ პირიდან. საპატიმროებში შიმშილობა და თვითდაზიანებები ძალიან გავრელებული და არგასაკვირი აქტებია. ჯერ ერთი, რომ არ მჯერა მაგის თაფლიანი დიეტის, რომელსაც რატომღაც შიმშილობას ეძახის მისი სექტა და თუ არც შეჭამს კიდევ, ისე უქნია, ხვალვე გაუფშეკია ფეხები... არ წიაღეს ტვინი, რაც მაგან ხალხი ხოცა, აწამა და გააუბედურა, თავსაც თუ მოიკლავს, საფლავში ვისაც გინდათ, ჩაყევით! საჭმელი და სასმელი თავზესაყრელია დღევანდლ ციხეში, განსხვავებთ მისი დროისა, ისე უქნია, თავში ქვა ურტყია, მუცელში სამართებელი", - წერს დაჩი ცაგურია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner