logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: პირწმინდად რომ წააგებენ მეორე ტურს, შემდეგ არჩევნების დისკრედიტაციას შეეცდებიან, მაგრამ ეს კინო უკვე ნანახია
- +

26 ოქტომბერი. 2021. 16:43

 

 

„ოპოზიცია ამბობს, რომ მათთვის ფაქტებს არ აქვს მნიშვნელობა და მთავარია აღქმები. ცნობილი გამონათქვამი გადაკეთდა ასე, რომ „თუ ფაქტები გვარამიას აღქმებს ეწინააღმდეგება, მით უარესი ფაქტებისთვის“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„მათ უნდათ, რომ ამ რეალობაში აცხოვრონ საზოგადოება - არ გამოსდით, მაგრამ მაინც ცდილობენ. მათი აღქმა იქნება, რომ სააკაშვილის მდგომარეობა საშინლად დამძიმდა და ამასთანავე, პირწმინდად რომ წააგებენ მეორე ტურს, შემდეგ არჩევნების დისკრედიტაციას შეეცდებიან, მაგრამ ეს ტყვია მათ უკვე გასროლილი აქვთ და ეს კინო უკვე ნანახია. ისინი ხომ არჩევნებიდან არჩევნებამდე სპეკულაციებით და მოგონილი ამბებით საზრდოობენ, ახლა კი უახლოესი 3 წლის განმავლობაში არჩევნები აღარ იქნება და, შესაბამისად, ეს პოლიტიკური საზრდო 3 წლის განმავლობაში არ ექნებათ. ეს დრო განსაკუთრებით უნდა მოვახმაროთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner