logo_geo
eng_logo
ნანული სარაჯიშვილი: მხარს ვუჭერ კახა კალაძეს - მის გამარჯვებაში ეჭვი არ მეპარება
- +

26 ოქტომბერი. 2021. 17:30

 

 

„დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვუჭერ მხარს კახა კალაძეს, მის გამარჯვებაში ეჭვი არ მეპარება", - ამის შესახებ ნანული სარაჯიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

მსახიობმა აღნიშნა, რომ ასეთი მშრომელი და არაჩვეულებრივი მერი ჩვენ არ გვყოლია.

 

„ყველამ მხარი კახა კალაძეს უნდა დავუჭიროთ - ის არის ნამდვილი ღირსეული მერი. ჩემ თვალწინ ბევრმა მერმა გაიარა, მაგრამ ასეთი მშრომელი მერი არ მახსოვს. დილით ტელევიზორის ჩავრთავ და ვხედავ, ეს კაცი როგორ შრომობს, გამყავს ჩემი შვილიშვილი სხვადასხვა სკვერში და მიხარია. ძალიან ბევრს აკეთებს. მე დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მხარს კახა კალაძეს ვუჭერ. მის გამარჯვებაში ეჭვი არ მეპარება“, - განაცხადა ნანული სარაჯიშვილმა.

 

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner