„სპორტსმენების მობილიზებაზე საუბარი არის ტყუილი, გამოგონილი და თითიდან გამოწოვილი", - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდად და ჩაივლის კიდეც მშვიდად. თუ ვინმე ეცდება არევას და სიტუაციის დაძაბვას, პასუხს მკაცრად აგებს. რაც შეეხება სპორტსმენებს, ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და ისეთივე უფლება აქვთ ნებისმიერ არჩევნებში აქტიურობის, როგორც ნებისმიერ სხვას. თუმცა, ამ შემთხვევაში სპორტსმენების მობილიზებაზე საუბარი არის ტყუილი, გამოგონილი და თითიდან გამოწოვილი. მე გუშინ გავარკვიე და იმ მუნიციპალიტეტებიდან, სადაც პირველივე ტურში დამთავრდა არჩევნები, ჩამოყვანილი არიან საარჩევნო კომისიის წევრები, რომელთაც აქვთ გამოცდილება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.