აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა გორადიზ-ჯაბრაილ-ზანგილან-აღბანდის გზის მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი, რომელიც ზანგეზურის დერეფნის პროექტის ნაწილია.
ილჰამ ალიევი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი აჰმედბეილი-ფიზული-შუშას საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნენ.
ზანგეზურის დერეფანი სომხეთის ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანსა და თურქეთს დააკავშირებს ერთმანეთს.