logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძემ ენგურის ხიდზე ვაქცინაციის ცენტრი დაათვალიერა
- +

26 ოქტომბერი. 2021. 18:07

 

 

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ენგურის ხიდზე, კოლეგებთან ერთად, ვაქცინაციის ცენტრი დაათვალიერა, - ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, მინისტრმა მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

 

ადგილზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებიც იცრებიან. სამედიცინო ცენტრს აქვს შესაბამისი რესურსი, როგორც პაციენტთა ნაკადების მართვის, ასევე შესაბამისი აღჭურვის თვალსაზრისით. მსურველებს სასურველი ვაქცინის მიღება ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით შეუძლიათ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner