logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: დავით კირთაძე, როგორც ისტორიისა და ფასეულობების გამყიდველი, დღეს უტიფრად აწმენდს ხელს საშუალო რგოლის თანამდებობის პირებს
- +

26 ოქტომბერი. 2021. 18:18

 

 

„დღეს ჩვენ ვნახეთ ბათუმელების გულწრფელი პროტესტი იმ სამარცხვინო, ანტისახელმწიფოებრივ და მოღალატეობრივ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელსაც პირადად აწერს ხელს „ნაცმოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატი და მათი ოპოზიციური ერთობა“, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

 

„მოქალაქეების ეს პროტესტი აბსოლუტურად გასაგებია. ბათუმის მაშინდელმა საკრებულომ 2011 წელს ერთ-ერთ უცხოურ კომპანიაზე პრივატიზაციის, გაყიდვის მიზნით გადასცა ეს ტერიტორია მთავრობის მაშინდელ თავმჯდომარეს. ეს აქტი განხორციელდა 2011 წლის 30 დეკემბერს, 17 დღის შემდეგ კი ის გასხვისდა ერთ-ერთ კომპანიაზე. ჩვენმა ხელისუფლებამ ამ ტერიტორიის ადგილმონაცვლეობა განახორციელა, რითაც გადავარჩინეთ გმირი იუნკრების საფლავები და მემორიალი. ყველაზე საგულისხმო ისაა, რომ დავით კირთაძე, როგორც ისტორიისა და ფასეულობების გამყიდველი, დღეს უტიფრად აწმენდს ხელს საშუალო რგოლის თანამდებობის პირებს. იმედი მაქვს, რომ შემდეგ ისინი არ უარყოფენ საკუთარი ხელმოწერის ავთენტურობას. ჩვენი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში მაქსიმალური აქცენტი გვქონდა გაკეთებული ჩვენს პროგრამაზე, მათი მთელი ნარატივი კი ეფუძნებოდა დისკრედიტაციას, ტალახის სროლას. ჩვენს კანდიდატს აბრალებდნენ ჯალათის მოადგილეობას და კონკრეტული დანაშაულის ჩადენას, ხოლო როცა ეს ყველაფერი , მერე დააყენეს ამ დოკუმენტების ავთენტურობის საკითხი. ეს არის დესტრუქციაზე, ღალატზე და ანტიქართულ ფასეულობებზე დაფუძნებული ძალა და ამიტომ მომდევნო დღეებში ჩვენ მაქსიმალურად ვამხელთ მათ“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner