logo_geo
eng_logo
ელენე თევდორაძე: სოფელში ღორები უკეთეს პირობებში იყვნენ, ვიდრე პატიმრები ციხეში
- +

28 ივლისი. 2016. 17:25


 

პატიმრების უმეტესობა მხოლოდ იმიტომ იჯდა ციხეში, რომ ხელისუფლებას მათი ბიზნესი

აინტერესებდა", - აცხადებს შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ელენე თევდორაძე გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთან" ინტერვიუში. მისი თქმით, პატიმრებს გაუსაძლის პირობებში უწევდათ ცხოვრება.


 

„2005 წელს კი უკვე 16 000 პატიმარი გვყავდა, 2007 წელს მათი რაოდენობა 24 000­მდე გაიზარდა. 2007 წლის შემდეგ პოლიტიკაში აღარ ვიყავი, მაგრამ შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ვრჩებოდი. ჩემთან დღეში 100­მდე პატიმრის ოჯახის წევრები მოდიოდნენ ხოლმე. მე მათ ვუსმენდი და ვრწმუნდებოდი: პატიმრების უმეტესობა მხოლოდ იმიტომ იჯდა ციხეში, რომ ხელისუფლებას მათი ბიზნესი აინტერესებდა. აქედან გამომდინარე, ადეიშვილმა რაც განაცხადა, შეიძლება თავდაპირველად მისაღები იყო, მაგრამ ბოლოს ყველამ ნახა სამწუხარო შედეგი. კარგი გადაწყვეტილება იყო ე.წ. კანონიერი ქურდების შესახებ კანონის მიღება - ყველა დავაპატიმრეთ, ძალიან ბევრმა კი საქართველო დატოვა. მათ გაუსაძლის პირობებში მოუწიათ პატიმრობა - სოფელში ღორები უკეთეს პირობებში იყვნენ. ჩვენ გვინდოდა, გვენახვებინა, რომ ვსჯით, მაგრამ წლების შემდეგ ისინი, შესაძლოა, სხვანაირები გამოსულიყვნენ ციხიდან, ჩვენ კი ჩვენი გადაწყვეტილებებით ვაჩვენებდით, რომ ისეთივე ადამიანები ვართ, როგორიც პატიმრები იყვნენ ციხეში ჩასმამდე. ციხეებში ადგილი აღარ იყო. შეწყალებით ძალიან ცოტა გამოდიოდა, ციხეში კი ორჯერ მეტი შედიოდა. სწორედ ეს იყო ნულოვანი ტოლერანტობის გაუქმების მიზეზი. თუ შევარდნაძის პერიოდში მორიგეობით არა მხოლოდ საწოლზე ეძინათ, არამედ სკამზეც მორიგეობით სხდებოდნენ, მიხეილ სააკაშვილის სავიზიტო ბარათი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის სწორედ ახალი ციხეები იყო. მაგრამ ამ ახალ ციხეებს უცხოელებისთვის თვალის ასახვევად

იყენებდნენ", - აცხადებს ელენე თევდორაძე.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner