„ჩვენ უკვე ვემზადებით. აჭარიდან ხალხის გარკვეული რაოდენობა უკვე დაიძრა დედაქალაქისკენ. ვიქნებით ათასობით სხვა რეგიონების და დედაქალაქის მაცხოვრებლებთან ერთად. ხვალ არის ჩვენი ერთობის დღე“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ჩართვაში საუბრისას.
„ხვალ არის დღე, როცა ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დააფიქსირებს ერთის მხრივ ერთობას, ერთიანობას, ღირსებისა და თავისუფლების ფასს და კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, რომ ჩვენ არც ერთ ბოროტმოქმედ და რევანშისტულ, სამშობლოსა და გმირების გამყიდველ ძალას არ მივცემთ ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალებას. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი გამორჩეული და გამარჯვების დღე იქნება დედაქალაქში“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.