ავტორი ანა ნონიკაშვილი
„პაპუაშვილმა ჩაისუნთქა თავისუფლების ჰაერი და ამოსუნთქვისას ლაპარაკობს ყველაფერს",- ამ სიტყვებით აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის განცხადებას.
„პაპუაშვილმა ჩაისუნთქა თავისუფლების ჰაერი და ამოსუნთქვისას ლაპარაკობს ყველაფერს, რაც არ ულაპარაკია განვლილი 9 წლის განმავლობაში",- განაცხადა ქუცნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა რამოდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა ხდება.