logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: გამაღიზიანებელია წივილ-კივილის ატეხვა იმ ხალხისგან, რომლებსაც რეაქცია არ აქვთ სააკაშვილის სარესტორნო, სამგზავრო და სასტუმრო ხარჯებზე, როცა სადილის ჩამოსატანად თვითმფრინავს აგზავნიდა და ეს ბიუჯეტს 100 ათასი უჯდებოდა
- +

27 ოქტომბერი. 2021. 00:10

 

 

 

„სიუჟეტში ატეხეს ხმაური, პანიკა, ჩვეულ სტილში, როგორც ჩვევიათ, რომ მინისტრი, თურმე, ქეიფობს - გამაღიზიანებელია წივილ-კივილის ატეხვა იმ ხალხისგან, რომლებსაც რეაქცია არ აქვთ სააკაშვილის და მისი გარემოცვის სარესტორნო, სამკურნალო, სამგზავრო და სასტუმრო ხარჯებზე, როცა სადილის ჩამოსატანად თვითმფრინავს აგზავნიდა და ეს ბიუჯეტს 100 ათასი უჯდებოდა“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

 

„ათასი წელი ასეთ თემას არ გამოვეხმაურებოდი, მით უმეტეს საერთოდ არ ვიცნობ ჯანდაცვის მინისტრს.

ერთი წუთით დავივიწყოთ სახელი, გვარი, უწყება. უბრალოდ მინისტრია.

სიუჟეტში ატეხეს ხმაური, პანიკა, ჩვეულ სტილში, როგორც ჩვევიათ, რომ მინისტრი, თურმე, ქეიფობს.

მაგიდაზე დგას წყლის ბოთლი, სავარაუდოდ, ერთი ფუჟერი თეთრი ღვინო და ერთი ნაჭერი რაღაც ნამცხვარი.

ნორმალურ საზოგადოებებში კარგ ტონად ითვლება, თუ მინისტრი დადის კაფეში, მარკეტში...

გამაღიზიანებელია წივილ-კივილის ატეხვა იმ ხალხისგან, რომლებსაც რეაქცია არ აქვთ სააკაშვილის და მისი გარემოცვის სარესტორნო, სამკურნალო, სამგზავრო და სასტუმრო ხარჯებზე, როცა სადილის ჩამოსატანად თვითმფრინავს აგზავნიდა და ეს ბიუჯეტს 100 ათასი უჯდებოდა.

ხოლო თუ ჯანდაცვის მინისტრი, კოლეგებთან ერთად, კაფეში სადილობს, თუნდაც კონცერტს ესწრება, ამ ფაქტით საკუთარ ფან-კლუბს აგიჟებენ.

ვიმეორებ, ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა მინისტრის ვინაობას.

ეს ფოტოები ვიდეოდან ამოვიღე. საგანგაშოს რას ხედავთ?

ცალკე თემაა, როცა ვიღაც იღებს ამ ვიდეოს და ტვ პირველს უგზავნის ან სოცქსელში აქვეყნებს.

რა მოტივაცია და ღირებულებები ამოძრავებთ ასეთ ტიპებს?!“, - წერს სალუქვაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner