logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: საკონსტიტუციო სასამართლომ პროკურატურას უნდა მიმართოს
- +

28 ივლისი. 2016. 17:28



ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი გაზეთ „კვირის პალიტრასთან" საუბრობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდებოდა:


„ასეთი რამ თუ მართლაც ხდება, სახელმწიფოსთვის სახიფათოა. ცხადია, მე და თქვენ ვერ დავაშანტაჟებთ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს. ამას ახერხებენ ისინი, ვისაც კანონით აქვთ უფლებამოსილება და შესაძლებლობაც. ამიტომ ასეთი რამ თუ ხდება, ინფორმაცია კონფიდენციალურად უნდა მიეწოდოს შესაბამის ორგანოებს, მათაც კონფიდენციალურად უნდა გამოიძიონ და დაადგინონ სიმართლე. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე თუ არ არიან დაცული, რიგით მოქალაქეებს რისი იმედი უნდა გვქონდეს? - აი, ამის აფიშირებას ემსახურება ეს განცხადება".


აქვე დაამატა, რომ შესაძლოა ამ ყველაფერში ხელისუფლების მაღალი ეშელონები არიან დაინტერესებული:


„ამ შემთხვევაში პირდაპირი მოპასუხე მხარე არის საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტი, ანუ ისინი, რომელთაც ნორმატიული კანონქვემდებარე აქტით კანონის მიღების უფლება აქვთ. შესაბამისად, ზეწოლით დაინტერესებული უნდა იყვნენ მხოლოდ ეს ორგანოები. შეიძლება ამაში მონაწილეობდნენ ხელისუფლების მაღალი ეშელონები. ასეც რომ იყოს, საკონსტიტუციო სასამართლომ პროკურატურას უნდა მიმართოს. მჯერა, პაპუაშვილს აქვს შესაძლებლობა, პირდაპირ შეხვდეს მთავარ პროკურორს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, მათთან ერთად განიხილოს ეს პრობლემა და მოძებნოს მისი გადაჭრის გზები", -განაცხადა ვოლსკიმ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner