„ჩვენ არ ვითვლით არც თავებს და არც იმას, ვინ, რამდენი მოვა“, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა ხვალინდელი შეკრება ოპოზიციისთვის იმის დემონსტრირება, თუ რამდენი ამომრჩეველი ჰყავს „ქართულ ოცნებას“.
„წინასაარჩევნოდ, მეორე ტურის წინ ჩვენ ვთქვით, რომ ერთი შემაჯამებელი აქცია იქნებოდა მეორე ტურამდე და სწორედ ეს არის. ასე იყო რამდენიმე წლის წინაც, როდესაც მეორე ტური გვქონდა. ბევრი ვართ, შევხვდებით, კიდევ ერთხელ შემოვუძახებთ ერთმანეთს, რომ მარტივია არჩევანის გაკეთება განვითარებასა და ნგრევას შორის. მარტივია არჩევანის გაკეთება შუღლსა და სიცოცხლით სავსე ქალაქს შორის. მარტივია არჩევანის გაკეთება სკოლების, ბაღების გაყიდვასა და პირიქით, რეაბილიტაცია-აშენებას შორის. არავინ არავის წინაღმდეგ არ არის. პირიქით, საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ ვანახებთ, რომ ძალიან ბევრი ვართ. ჩვენ ვართ აქცენტირებული განვითარებასა და დედაქალაქის წარმატებაზე, ეს არის ჩვენი ხელწერა“,- განაცხადა ზარქუამ.