logo_geo
eng_logo
ნანა დევდარიანი სააკაშვილის შიმშილობაზე: ეს ძალიან ჰგავს შანტაჟის ენაზე ლაპარაკს
- +

27 ოქტომბერი. 2021. 01:59

 

 

 „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ნანა დევდარიანმა პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის საკითხზე საუბრისას, საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ, „ეს ძალიან ჰგავს შანტაჟის ენაზე ლაპარაკს“.

 

„ანუ, ყველა პატიმარს ეკუთვნის ეს, მაგრამ ამ პატიმარს ეკუთვნის სხვა რამე; ყველა დამნაშავეს ეკუთვნის სასჯელი, ნულოვანი ტოლერანტობა, არავითარი პირობითი მსჯავრი და ყველა ციხეში, მე კი ვიშიმშილებ და ან გავთავისუფლდები, ან მოვკვდები. პოლიტიკურ ენაზე ამას ცოტა სხვა რაღაც ჰქვია. როცა ტეტჩერის პრემიერ-მინისტრობის დროს ირლანდიის თავისუფლებისთვის მებრძოლები შიმშილობისას დაიხოცნენ, ისინი იდეისთვის და თავიანთი დამოუკიდებლობისთვის შიმშილობდნენ, ამის უკან კი, ან გარეთ გამომიშვი, ან შიმშილობით მოვკვდები, არაფერი იდეა არ დგას. ეს ძალიან ჰგავს შანტაჟის ენაზე ლაპარაკს, რომელსაც საუბედუროდ, „ქართული ოცნება“ არა ერთხელ დაექვემდებარა და სულ მაქვს მოლოდინი, რომ ახლაც დაექვემდებარება“, – განაცხადა დევდარიანმა.

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ გამოირჩევა იმით, რომ რაც მეტს დაუთმობენ, მეტს მოითხოვენ და რაც მეტს დაუთმობენ იმას, რაც არ ეკუთვნით, საერთოდ ყველაფერს მოითხოვენ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner