logo_geo
eng_logo
ნანა დევდარიანი სააკაშვილზე: მისი რეჟიმისგან განსხვავებით, მას აქ არაფერი არ ემუქრება, არავინ ქუჩაში არ მოკლავს და არავინ ციხეში არ მოკლავს
- +

27 ოქტომბერი. 2021. 03:00

 

 

 

„მისი რეჟიმისგან განსხვავებით, მას [მიხეილ სააკაშვილი] აქ არაფერი არ ემუქრება, არავინ ქუჩაში არ მოკლავს და არავინ ციხეში არ მოკლავს“, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ნანა დევდარიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.  

 

მისივე თქმით, იმის გამო, რომ სისტემურ დანაშაულზე პასუხი არავის უგია, დღეს, „იმედის“ დარბევის, განადგურებისა და მიტაცების „გამპრავებლები“თავისუფალი მედიის სახელით გველაპარაკებიან.

 

„ამას ჩვენი საზოგადოება იტანს და ეს ძალიან რთული ასატანია. ამაზე პოლიტიკური ელიტაა პასუხისმგებელი. მაგალითად, „ქართულ ოცნებას“ უნდა დაეჭირა მხარი იმ რეზოლუციისთვის, რაც „პატრიოტთა ალიანსმა“ შეიტანა, რომ დანაშაულებრივ სისტემას და პოლიტიკურ ძალას თავისი სახელი დარქმეოდა, რაც არ გაკეთდა“, – განაცხადა დევდარიანმა.

 

ნანა დევდარიანმა ასევე აღნიშნა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ამომრჩეველი უკიდურესად შეურაცხყოფილია იმ შედეგებით, რაც პარტიას „დაუწერეს“.

მისივე თქმით, პარტია არჩევნებამდე დარჩენილ დღეებს დააკვირდება, როგორ განვითარდება მოვლენები და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.

 

„გარკვეულ მოვლენებს ისეთი პირი უჩანს, რომ არ გამოვრიცხავ, ჩვენ მასშტაბური აქციებით გამოსვლა მოგვიწიოს“, – განაცხადა ნანა დევდარიანმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner