logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: რომელიმე ფაქტი თუ არის სიცრუე, ბოდიშს მოვიხდი, თუ არა და, ქართველობაზე უარის მთქმელი სააკაშვილის მომხრეებო, კარგად წაიკითხეთ
- +

27 ოქტომბერი. 2021. 11:26

 

 

„რუსეთის უშიშროებას ,,საღოლ“, სააკაშვილის სახით თქვენ თანამშრომელი მოგიმზადებიათ, მართლაც ტაში თქვენ და თქვენს თემური ალასანიას", - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ირაკლი ლატარია და ქართველებს მიმართავს, რომ გადახედონ იმ ადამიანების კავშირს რუსეთთან, ვინც ახლა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად არიან.

 

ლატარია „ნაციონალურ მოძრაობასაც“ მიმართავს და წერს, რომ მათ საქართველო ეზიზღებათ.

 

„ქართველების დედა მოვ...ან“ ვინც ეს ფრაზა წარმოთქვა (თემურ ალასანია/რუსეთის უშიშროების თანამშრომელი) - თქვენთან არის.

 

„ბოდიშს ვუხდი გავრილოვს“ ტესტებით ვინც ეახლა რუსეთის დუმას (ნინო ბურჯანაძე) - თქვენთან არის.

 

„ჩაგიფსით ღვინოში და ბორჯომში“ ტექსტის ავტორი (ნიკა გვარამია) - თქვენთან არის.

 

პუტინს ვინც ეახლა და დაუჩოქა (ნატო ჩხეიძე) - თქვენთან არის და თქვენ გაფინანსებთ.

 

რუსეთის უშიშროების ერთადერთი სტიპენდიატი (ბუბა კიკაბიძე) - თქვენთან არის.

 

მგიმოს (რუსეთის უშიშროების სასწავლებელი) ერთადერთი კურსდამთავრებული (ელენე ხოშტარია) - თქვენთან არის.

 

დსთ-ში შესვლაზე ხელი ვისაც აქვს მოწერილი (გია ბარამიძე) - თქვენთან არის.

 

„ომი დაიწყო საქართველომ“ დოკუმენტს ვინც ხელი მოაწერეს (თარგამაძე, კანდელაკი და ა.შ.) - თქვენთან არიან.

 

2003 წელს ხელისუფლება გადაგაბარათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა

 

ყველა ჰესი, წყლის კომპანიები, ელ/გადამცემი სისტემები, ბორჯომის წყალი, 100-ზე მეტი სოფელი შიდა ქართლის, კოდორის ხეობა და კიდევ რამდენი რამ, მხოლოდ რუსეთს მიეცით.

 

მინდა ვუთხრა რუსეთის უშიშროებას „საღოლ“, სააკაშვილის სახით თქვენ თანამშრომელი მოგიმზადებიათ, მართლაც ტაში თქვენ და თქვენს თემური ალასანიას...

 

და ამ ყველაფრის ფონზე, ამ ყველაფრის შემოქმედნი გამოდიან და ჩვენკენ იშვერენ თითს და ევროპულ მომავალზე გვესაუბრებიან - აი, საოცრება.

 

P.S.: რაც ზემოთ მაქვს აღნიშნული, რომელიმე ფაქტი თუ არის სიცრუე ან/და ოდნავ მაინც შეცვლილი, ბოდიშს მოვიხდი, თუ არა და, ქართველობაზე უარის მთქმელი სააკაშვილის მომხრეებო, კარგად წაიკითხეთ და გაიაზრეთ, რატომ ემსახურებით რუსულ უშიშროებას? რატომ ყიდით ჩემს ქვეყანას? რატომ? რატომ არ გვანებებთ თავს?

 

გეზიზღებათ ეს საქართველო და გეზიზღებით ჩვენ (ქართველები) და შეგვეშვით, გაგვეშვით, გაქრით, წადით!!!“ - წერს ირაკლი ლატარია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner