დღეს თბილისში დაგეგმილი „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი აქციის მონაწილე ფარნა მახოხიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მშვიდობა და სტაბილურობა სჭირდება, რასაც თავს კარგად ართმევს მოქმედი ხელისუფლება.
„ხალხს თევზის მეხსიერება არ აქვს. ყველას ყველაფერი კარგად ახსოვს. აღარ გვჭირდება ომი და უბედურება - საქართველოს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, რაც კარგად მიდის მოქმედი მთავრობის ხელში. „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს ვერავის ვეღარ მოატყუებს. ვიღაც ახლა ამბობს, რომ კოალიციურად მოდიანო - კოალიციურად მოვიდა 2003 წელს „ნაცმოძრაობა“ და დაღუპა მთელი საქართველო“, - ამბობს ფარნა მახოხიშვილი.
„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება - ღირსებისა და თავისუფლებისათვის დღეს თბილისში 17:00 საათზე გაიმართება.