იმერეთის რეგიონიდან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თბილისისკენ მოემართებიან. ქუთაისიდან ავტოკოლონების ნაწილი უკვე დაიძრა.
„ქრონიკის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, რეგიონიდან თბილისში „ქართული ოცნების“ დაახლოებით 20 ათასამდე მომხრე ჩავა. მათ შორის ქუთაისიდან 6 ათასამდე მომხრე მიიღებს აქციაში მონაწილეობას.
„ქვეყანაში ძალადობა და აგრესია უნდა დამთავრდეს, გვინდა ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება“, - აცხადებენ „ქართული ოცნების“ მომხრეები.
„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება - ღირსებისა და თავისუფლებისათვის დღეს თბილისში 17:00 საათზე გაიმართება.