logo_geo
eng_logo
იმერეთის რეგიონიდან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ავტოკოლონა დაიძრა
- +

27 ოქტომბერი. 2021. 11:29

 

 

იმერეთის რეგიონიდან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თბილისისკენ მოემართებიან. ქუთაისიდან ავტოკოლონების ნაწილი უკვე დაიძრა.

 

„ქრონიკის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, რეგიონიდან თბილისში „ქართული ოცნების“ დაახლოებით 20 ათასამდე მომხრე ჩავა. მათ შორის ქუთაისიდან 6 ათასამდე მომხრე მიიღებს აქციაში მონაწილეობას.

 

„ქვეყანაში ძალადობა და აგრესია უნდა დამთავრდეს, გვინდა ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება“, - აცხადებენ „ქართული ოცნების“ მომხრეები.

 

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება - ღირსებისა და თავისუფლებისათვის დღეს თბილისში 17:00 საათზე გაიმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner